loader

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.

აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა დაკავებულების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.