loader

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტიის „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტიის „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია აირჩიეს


წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტიის „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ქართული ოცნების" წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა, მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა.