loader

"რაც ჩვენ ვნახეთ, გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმეა" - ნიკა გვარამიას განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც ჩვენ ვნახეთ, გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმეა" - ნიკა გვარამიას განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ

"რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ჰოსპიტალში გადაყვანის ამსახველი კადრების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, კადრებიდან ჩანს, რომ გლდანის საპატიმროში განხორციელებული ე.წ. შუმოკი ორკესტრირებული იყო.

„ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში. ითხოვს, უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, რომ ეს უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. შემდეგ შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება. რაც მთავარია, თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად. ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ. შუმოკი და ასევე, უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება, შენი აშენებული რომ არის, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო, ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე, ის ხდებაო“, - განაცხადა გვარამიამ.