loader

“მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო... ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო... ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს


“გერბზე რომ გვიწერია "ძალა ერთობაშია", ეგ მარტო ჯოკერში "პარა-პარაზე" ვრცელდება?
ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა
მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე, როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი
და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე

მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ, როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს
განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში
ან შენ შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს
მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა
ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა, ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს“ - მიმართავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს.