loader

“სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი


2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა - მინისტრ აზარაშვილს აქვს სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს აქვთ ორი ალტერნატივა: თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომლის ფასიც იქნება კვადრატული 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში და სახელმწიფო მის შესყიდვას განახორციელებს, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.