loader

"ასეთი რამ არასდროს მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე" - რა უთხრა მიხეილ სააკაშვილმა გიული ალასანიას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რამ არასდროს მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე" - რა უთხრა მიხეილ სააკაშვილმა გიული ალასანიას?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიმპტომები ისევ აქვს, თუმცა მასთან პირად ექიმს არ უშვებენ."ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? ასეთი რამე არასდროს მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე. სიმპტომები არის. ექიმებს არ უშვებენ. ეს არ ვიცი, ჩემთვის აუხსნელია, რატომ არ უნდა უშვებდნენ. პარლამენტარებს უშვებენ, თითქმის ყველას უშვებენ, ოჯახის წევრები შეიძლება და რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, პირადი ექიმი რომ შემოვიდეს? რა ხდება, ვერ გამიგია", - განაცხადა გიული ალასანიამ.