loader

2006 წლის სპეცოპერაციისას დაღუპული ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მემორიალური დაფა აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2006 წლის სპეცოპერაციისას დაღუპული ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მემორიალური დაფა აიღეს

2006 წლის 2 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს.

დაფის აღების პროცესში მონაწილეობა მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლესა" და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის მამა და "გადაარჩინე სიცოცხლის" თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაფას 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძველ ადგილზე აუცილებლად დააბრუნებს.