loader

"მძევლები ვართ, მძევლები და მოგვეცით თანხა" - ზაალ კასრელიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძევლები ვართ, მძევლები და მოგვეცით თანხა" - ზაალ კასრელიშვილი

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მძევლების გათავისუფლების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებზე საუბრისას კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილსა და სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს შორის დებატები გაიმართა.

სამხედრო ექსპერტის, გიორგი მელითაურის განცხადებით, "მძევალი არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფლება შეზღუდული".

ექსპერტის განცხადებას კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა უპასუხა: "ბატონო გიორგი, საქართველოს მოქალაქეს რომ უფულობის გამო გადაადგილების საშუალება აქვს შეზღუდული, არის თუ არა სააკაშვილის მძევალი?! მძევლები ვართ, მძევლები და მოგვეცით რამოდენიმე თანხა," - დასძინა ზაალ კასრელიშვილმა.

ასევე იხილეთ: "მთელ კავკასიას გადაგვკიდეს" - დებატები "რეზიუმეს" ეთერში