loader

"ვარშალომიძე სადაა? თუ მოკვდა, სამძიმარზე შეგვიშვით მაშინ" - ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარშალომიძე სადაა? თუ მოკვდა, სამძიმარზე შეგვიშვით მაშინ" - ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ბათუმში მცხოვრები 65 ოჯახი, რომლებსაც სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისთვის“ ბინების მშენებლობისთვის თანხა აქვს გადახდილი, დახმარებას სთხოვს.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ბინების მეპატრონეები შეიკრიბნენ და ვარშალომიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც ისინი განმარტავენ, 2006 წელს კომპანია „ცენტრ პოინტთან“ ხელშეკრულება გააფორმეს, თანხას ეტაპობრივად იხდიდნენ და ბინების მშენებლობის დასრულებას ელოდებოდნენ. მათი თქმით, ბინებს უკვე სხვა მეპატრონეები ჰყავთ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ხელშეკრულება და თანხის გადახდის ქვითრები აქვთ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.



ასევე იხილეთ: "დექსუსი" ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მობინადრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს