loader

ამ კაცმა ფეოდალიზმი და ფეოდალები დააფუძნა ყველა კუთხე-კუნჭულში - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ კაცმა ფეოდალიზმი და ფეოდალები დააფუძნა ყველა კუთხე-კუნჭულში - ბიძინა ივანიშვილი

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მუხრანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამა გააცნო, რომელსაც ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აამოქმედებს. ერთ-ერთი კანონპროექტი მთის მოსახლეობასაც უკავშირდება.

შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის კომენტარებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არ სურს საქართველო კომუნისტურ ეპოქაში დააბრუნოს.

შეხვედრის დასასრულს სოფლის მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილთან გასაუბრების საშუალება მიეცა. მოსახლეობის პრობლემები სოციალური ხასიათის იყო: ბევრი მათგანისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის. მოსახლეობის ნაწილს მიწის პრივატიზების პრობლემაც აქვს.