loader

1500-მდე აბიტურიენტს საშუალება მიეცემა ხელახალი არჩევანი გააკეთოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1500-მდე აბიტურიენტს საშუალება მიეცემა ხელახალი არჩევანი გააკეთოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებით, 1500-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ოთხ გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, საშუალება მიეცემა, ხელახალი არჩევანი გააკეთოს და მოხვდეს უმაღლეს სასწავლებლებში.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ხელახალი ონლაინ-რეგისტრაცია მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.