loader

ნიუ-იორკს ერთდროულად ორი ტორნადო დაატყდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკს ერთდროულად ორი ტორნადო დაატყდა თავს

ნიუ-იორკს ერთდროულად ორი ტორნადო დაატყდა თავს. აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 113 კმ/საათში იყო. პირველი ტორნადოს ეპიცენტრი ქუინსის რაიონში დაფიქსირდა, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. ამის გამო ქალაქის ბევრი რაიონი ელექტორენერგიის გარეშეა დარჩენილი. მეორე, შედარებით სუსტმა "სმერჩმა" კი ბრუკლინი დააზარალა. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებილები არ არიან.

სტიქიის გამო გადიდო ნიუ-იორკის ღია ჩემპიონატის ფონალი ჩოგბურთში - მსაჯმა თამაში მაშინ შეწყვიტა, როცა კორტებზე გრიგალისგან მოგლეჯილი სკამები შემოფრინდა. ტორნადოს ვაშინგტონამდე არ მიუღწევია, თუმცა, დედაქალქს და მის შემოგარენს ძლიერი შტორმი დაატყდა.

euronews.net