loader

ქაშუეთის ტაძრის ეზოში ხატის შარჟი, Pussy Riot-ის მხარდამჭერი წარწერით, წაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშუეთის ტაძრის ეზოში ხატის შარჟი, Pussy Riot-ის მხარდამჭერი წარწერით, წაშალეს

საინფორმაციო სააგენტო iverieli.ge-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ქაშუეთის ტაძრის ეზოში, ერთ-ერთ კედელზე ფერადი პულივიზატორით დახატული წმინდა ნინოს ხატის შარჟი, რომელზეც წარწერა - Free Pussy Riot იკითხებოდა. ადგილზე მისულ "პალიტრა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფს ნახატი ნაწილობრივ წაშლილი დახვდა. ეკლესიის მომსახურე პერსონალმა და სტიქაროსნებმა ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ Pussy Riot რუსული პანკჯგუფია, რომლის წევრი გოგონებიც რელიგიური სიძულვილის მოტივით მაცხოვრის ტაძარში 21 თებერვალს ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ სცნეს. მათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდა მიესაჯათ.

იხილეთ:

- Pussy Riot -ის მხარდამჭერი "ჯვარზე ეცვა"

- ორი ქალის მკვლელობის ადგილას სისხლით Pussy Riot-ის მხარდასაჭერი წარწერა გააკეთეს