loader

რუსეთის რიტორიკას, პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩა იქცეს, "ქართული ოცნება" ჰყავს დასაყრდენად საქართველოში - გიორგი კანდელაკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის რიტორიკას, პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩა იქცეს, "ქართული ოცნება" ჰყავს დასაყრდენად საქართველოში - გიორგი კანდელაკი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კრიტიკას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს.

როგორც პარტიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლუკაშევიჩის მხრიდან საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ წუხილი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარის მკაფიოდ გაცხადება.

"ცივილიზებული სამყაროსთვის სასურველია საქართველოში მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, რომლის შედეგებსაც აღიარებს ყველა პარტია და პოლიტიკური კონკურენცია გაგრძელდება პარლამენტის კედლებში ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ განცხადებით კი, რუსეთი, რომლის პრეზიდენტი ღიად ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე, პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის სასურველია არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩის გადაქცევა", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თბილისში ყოფნისას ქართულ ოპოზიციას პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მათთვის სასურველი არ აღმოჩნდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა კი კარლ ბილდტის ამ განცხადებას უცნაური უწოდა და ის საქართველოში სამოქალაქო უფლებების შელახვად შეაფასა.