loader

სამხედრო ბაზაზე, სადაც პრინცი ჰარი მსახურობს, თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო ბაზაზე, სადაც პრინცი ჰარი მსახურობს, თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს

სამხედრო ბაზაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მსახურობს, თავდასხმა განხორციელდა. ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზა "ბასტიონზე" "თალიბების" თავდასხმას ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა. "თალიბების" შეტევის დროს ბაზაზე ბრიტანეთის პრინცი ჰარიც იმყოფებოდა, რომელიც ავღანეთში 4-თვიანი მისიით უკვე მეორედ იმყოფება.

ნატო-ს ძალების წარმომადგენლების განცხადებით, პრინც ჰარის ავღანეთში სამსახურის განმავლობაში მსგავსი საფრთხე არასდროს შექმნია.

ბრიტანულ ბაზაზე, სადაც ამერიკული და ევროპული დანაყოფები არიან დაბანაკებული, შეტევა 10-მდე "თალიბმა" ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით განახორციელა.

"თალიბანის" წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყველაფერს გააკეთებენ პრინცის მოსაკლავად ან მის გასატაცებლად.