loader

ქაშუეთთან, ტაძრის ეზოში გამოსახული წმ. ნინოს ხატის კარიკატურა გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშუეთთან, ტაძრის ეზოში გამოსახული წმ. ნინოს ხატის კარიკატურა გააპროტესტეს

მოქალაქეთა საინციატივო ჯგუფმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია, ლოზუნგით "ძირს ექსტრემისტული ათეიზმი და ფემინიზმი" გამართა.

აქციის 15-მდე მონაწილემ ეკლესიის ეზოს გალავანზე წმინდა ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა გააპროტესტა, რომელიც 9-10 სექტემბერს დაუდგენელმა პირებმა გამოსახეს, წარწერით "თავისუფლება Pussy Riot".

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა ევგენი მიქელაძემ განაცხადა, სახეზეა ექსტრემისტი ათეისტი და ფემინისტი აქტივისტების ღია და აგრესიული თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ფასეულობებსა და ღირებულებებზე. მისივე ინფორმაციით, ამ ვანდალურმა, რელიგიური უფლებებისა და მრწამსის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა უკვე გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება.

იხილეთ: ქაშუეთის ტაძრის ეზოში ხატის შარჟი, Pussy Riot-ის მხარდამჭერი წარწერით, წაშალეს