loader

"თქვენზე კარგი მაიკები და სიმბოლიკა გვაქვს..."- რატომ ეკამათა პაპუნა დავითაია ქართველ ემიგრანტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენზე კარგი მაიკები და სიმბოლიკა გვაქვს..."- რატომ ეკამათა პაპუნა დავითაია ქართველ ემიგრანტს

"რატომ არ გვაძლევთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას?" - ამ კითხვით მიმართა ქართველმა ემიგრანტმა ბრიუსელში ვიზიტად მყოფ სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას. პაპუნა დავითაიამ საქართველოს მოქალაქე, რომელიც კითხვებს უსვამდა, ტყუილსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა. "თავად აღიარეთ, რომ რუსეთის აგენტი ხართ და, ალბათ, ამიტომ არ გაძლევთ უფლებას", - ასეთი იყო პასუხი, რომელიც ემიგრანტს დავითაიას თანმხლებმა პირმა გასცა.

სახელმწიფო მინისტრი დავითაია ბრიუსელში წმინდა თამარის სახელობის ეკლესიის ორგანიზებით გამართულ საღამოზე იმყოფებოდა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი სალომე სამადაშვილი და "ქართული ოცნების" მაისურებიანი ემიგრანტები.

ვიდეომასალას "მე-9 არხი" ავრცელებს.