loader

მერის ინიციატივა და 15 770 ხმით არჩეული მგზავრობის საფასური - გაძვირდა თუ გაიაფდა ტრანსპორტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერის ინიციატივა და 15 770 ხმით არჩეული მგზავრობის საფასური - გაძვირდა თუ გაიაფდა ტრანსპორტი?

თუ თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით იხდით, ახალი სისტემის თანახმად, პირველად მგზავრობისას 50 თეთრს გადაიხდით. მომდევნო საათნახევრის განმავლობაში კი უფასოდ იმგზავრებთ.

15 სექტემბრიდან თბილისის მერია მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს.

ახალი ინიციატივა მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც საიტზე chemitbilisi.com 15 770 ხმა დააგროვა. საიტი ლოზუნგით, "ჩემი იდეა თბილისის მერს" ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ქალაქის გასაუმჯობესებლად ახალი იდეა აქვს, შეუძლია საიტზე დააფიქსიროს. საკმარისი ხმების დაგროვების შემდეგ კი ამ იდეას მერია რეალობად აქცევს. თუმცა, როგორც საიტზეა მითითებული, ეს ახალი იდეა თბილისის მერს ეკუთვნის. გამოდის, რომ ახალი იდეა მერმა მერს, ანუ გიგი უგულავამ საკუთარ თავს შესთავაზა.