loader

დანაშაული, რომელიც საქართველოს საპატიმროში მოხდა, 12-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება - შალვა შავგულიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანაშაული, რომელიც საქართველოს საპატიმროში მოხდა, 12-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება - შალვა შავგულიძე

ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ იმ ძალადობრივ ქმედებებში, რომლებიც საპატიმროებში ხდება. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი.

იურისტ შალვა შავგულიძის განცხადებით, ის დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც საქართველოს საპატიმროში მოხდა და პატიმრების წამებას და ღირსების შელახვას ეხება, 12-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

როგორც შავგულიძემ განმარტა, აღნიშნული ფაქტის გამო პასუხი უნდა აგოს იუსტიციის მინისტრმა, ახლანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები სწორედ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მოხდა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა მოეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.