loader

ფილარმონიასთან რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილარმონიასთან რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა

ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები საპატიმროებში მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ: ”მიშა, მშიშარა!” - სკანდირებენ ისინი. რიგით მოქალაქეებთან ერთად, აქციაზე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ემიგრანტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ჟურნალისტებმა ნინო ფორჩხაძემ და ლიზა გეგეჭკორმა, ასევე, ემიგრანტმა ზურაბ მაისურაძემ ფილარმონიასთან შიმშილობა გამოაცხადეს.

მათი განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე გააგრძელებენ, სანამ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არ გადადგება და ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ შეიცვლება.