loader

შეცდომა დავუშვით, როცა სახალხო დამცველისგან მოსული სიგნალები სათანადოდ ვერ შევაფასეთ - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეცდომა დავუშვით, როცა სახალხო დამცველისგან მოსული სიგნალები სათანადოდ ვერ შევაფასეთ - გიგა ბოკერია

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია პენიტენციალურ სისტემაში მომხდარი დანაშაულის ფაქტებს ხელისუფლების შეცდომად აფასებს.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, ყველა შეძრწუნებული და შოკირებულია იმ მასალით, რაც გავრცელდა და არანაკლებ იმ პრობლემით, რომელიც ნათლად იქნა გამოვლენილი.

"ჩვენ, ხელისუფლებამ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლების ბრძოლა დანაშაულის შემცირებისთვის მოცემულ სურათს არ ამართლებს.