loader

"ყველა ეს ვიდეო მიდიოდა ბაჩო ახალაიასთან" - გიორგი ფოფხაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა ეს ვიდეო მიდიოდა ბაჩო ახალაიასთან" - გიორგი ფოფხაძე

გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე ამბობს, რომ მონაწილეობდა პატიმრების წამებაში, თუმცა აცხადებს, რომ სისტემის მსხვერპლი იყო და იძულებული იყო, ეს ყველაფერი გადაეღო, - ამის შესახებ ეკა ბერიძის გადაცემა "მთავარ კითხვაში", ბრიუსელიდან ჩართვის დროს, ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ბედუკაძე ოპერატორის ფუნქციას ასრულებდა. მისი თქმით, იგი იმასაც ამბობს, მას მისცეს კამერა და უთხრეს, გადაეღო, თუმცა ერთ დღეს მიხვდა, რომ ამის გაკეთება აღარ შეეძლო.

"ყველა ვიდეოს ბაჩო ახალაიას ციხის უფროსი აჩვენებდა იმისთვის, ნახეთ, ჩვენ რა კარგად ვმუშაობთო. ბედუკაძე პირდაპირ ხელს ადებს ბაჩო ახალაიას და ამბობს, რომ მოყოლებული 2005 წლიდან დღემდე, ახალაიას კლანი მართავს ციხეებს", - განაცხადა ფოფხაძემ.

იხილეთ: პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა ირმა ინაშვილს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გადასცეს - გიორგი ფოფხაძე