loader

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ლიდერმა ქალებმა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა გამართეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის ორგანიზატორმა, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ქალებსა და ლიდერ ქალებს გააცნონ "ქართული ოცნების" პროგრამა.

გუგული მაღრაძის თქმით, მისთვის და კოალიციისთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ლიდერ ქალთა მოსაზრებები, თუ რას ფიქრობენ ისინი "ქართული ოცნების" პროგრამაზე და მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და შენიშვნები.