loader

პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო

პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო. როგორც "პალიტრა ტვ"-ს პატიმრის ბებიამ განუცხადა, გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის შვილიშვილი ამოიცნო.

"როდესაც პატიმართა ცემის ფაქტებს აჩვენებდნენ, თვალყურს კადრებს მეორე შვილიშვილთან ერთად ვადევნებდი, რომელმაც მიმითითა, რომ მის დაკავებულ ძმას სცემდნენ. ამის შემდეგ დავაკვირდი და პატიმარი, რომელსაც აწამებდნენ, ნამდვილად ჩემი შვილიშვილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პირდაპირ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან წამოვედი", – განაცხადა რუსუდან ჯოჯიშვილმა.

რუსუდან ჯოჯიშვილის თქმით, მისი შვილიშვილი მაგნიტოფონის ქურდობისთვის არის დაკავებული.