loader

სტუდენტთა საპროტესტო აქცია ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტთა საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია დილის 09.00 საათიდან დაიწყო. სტუდენტები პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვაო აკადემიის სტუდენტების 150-კაციანი შემადგენლობაც შეუერთდა. საპროტესტო აქციაზე უნივერსიტეტის ლექტორები სიტყვით გამოვიდნენ და პატიმრების წამების ფაქტები დაგმეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროტესტს ამ დრომდე არ უერთდებიან სტუდენტთა თვითმმართველობის წევრები. სტუდენტები სკანდირებენ: "გამოდი, გამოდი".

სტუდენტების აქციაზე რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძეც გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ წამების ფაქტების ნახვის გამო აღშფოთებულია და ეს ყველაფერი მისთვის მიუღებელია.