loader

ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

საქართველოს შს მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა: "მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

ასევე იხილეთ: შინაგან საქმეთა მინისტრად ეკა ზღულაძე ინიშნება

- ბაჩო ახალაიას გადადგომას სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ

- ინციდენტი როლანდ ახალაიასა და ჟურნალიტებს შორის