loader

"დარჩნენ კიდევ აქ კაციჭამიები" - გლდანის ციხის პატიმრებმა ჟურნალისტებს ბადრაგების გვარ-სახელები გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარჩნენ კიდევ აქ კაციჭამიები" - გლდანის ციხის პატიმრებმა ჟურნალისტებს ბადრაგების გვარ-სახელები გადასცეს

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პატიმრებმა მედიასთან საუბრისას დაასახელეს რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარი, რომლებიც, მათივე თქმით, უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმართა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, თუმცა ახლაც განაგრძობენ ციხეში მუშაობას.

პატიმრები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, ისინი ციხეში კიდევ აგრძელებენ მუშაობას. პატიმრებმა მათი გვარ-სახელებიც თქვეს: რუსლან ჭითანავა, ლაშა ტყემალაძე, მახო რომიაშვილი, დათო ქანაშვილი, ვინმე ხარაიშვილი, ლევან ბეშკენაძე და სხვები.

ერთ-ერთი პატიმრის ინფორმაციით, თანამშრომელმა მათ მიმართ მუქარაც განახორციელა - ეს დრო მალე წავა, ჩვენი დრო ისევ მალე დადგება და მერე ნახეთ, რასაც გიზამთო.

ამასთან, პატიმრებმა ჟურნალისტებს წერილებიც გადასცეს - "გვჭამენ ვამპირები, გვიშველეთ"; "მესამე დღეა, არაფერი არ ხდება, მაგრამ გვპირდებიან, ჩაწყნარდება და აგლეწავთო"; "გვიშველეთ ყველას", "აქ ჩვენი უფლებები ირღვევა", - ეს ციტატებია იმ წერილებიდან, რომლებიც "პალიტრა ტვ"-ის ჟურნალისტს გადასცეს.