loader

"ჩვენ დაგიცავთ" - სტუდენტების მსვლელობა ახმეტელის მეტროდან გლდანის ციხემდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ დაგიცავთ" - სტუდენტების მსვლელობა ახმეტელის მეტროდან გლდანის ციხემდე

გლდანის მე-8 საპყრობილესთან სტუდენტების ჯგუფი მივიდა რომლებმაც მსვლელობით გაიარეს გზა ახმეტელის მეტროდან გლდანის ციხემდე.

ახალგაზრდებმა მსვლელობა მეტრო "ახმეტელის თეატრიდან" დაიწყეს. მათ ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერით, "არა 5 – ნუ გახდები თანამონაწილე". აქციის მონაწილეები ადგილობრივ მცხოვრებლებს სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ, რასაც გამოხატავდნენ შეძახილებით – "გამოდით", "შენც დაგმე ძალადობა", "ჩვენ დაგიცავთ" და ა.შ. მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო მსვლელობას თვალს საკუთარი სახლების აივნებიდან ადევნებდა. აქციის მონაწილეებს ისინი სოლიდარობას ტაშითა და შეძახილებით უცხადებდნენ. მსვლელობა საკმაოდ მასშტაბური იყო. მასში დაახლოებით ათასამდე სტუდენტი და სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.