loader

ჩხარტიშვილის ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ციხის 3 ათასი პატიმარი შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხარტიშვილის ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ციხის 3 ათასი პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულების რუსთავის #17-ე დაწესებულების პატიმრები ციხეში მონიტორინგის ჯგუფის შესვლას ითხოვენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების რუსთავის #17-ე დაწესებულებიდან მას დღეს ტელეფონით დაუკავშირდა პატიმარი ზურაბ ხუციშვილი, რომელმაც 3 ათასი მოშიმშილე პატიმრის სახელით აღნიშნული თხოვნის გაჟღერება ითხოვა.

პატიმრები დაწესებულებაში არასამთავრობოების, სახალხო დამცველის აპარატისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების შესვლას ითხოვენ.

ჩხარტიშვილის განცხადებით, პატიმართა მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ მძიმე მდგომარეობა არა მარტო გლდანის მერვე საპყრობილეშია, არამედ მთელს პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებისთვის მძიმე მდგომარეობაა. ჩხარტიშვილმა მიმართა სასჯელაღსრულების მინისტრს, პატიმართა თხოვნა შეასრულოს.