loader

განათლების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის - "8+1" პრეზენტაცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განათლების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის - "8+1" პრეზენტაცია გაიმართა

განათლების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის - "8+1"-ის პრეზენტაცია გაიმართა. აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად ახალი პროგრამის მიხედვით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.

მეთორმეტეკლასელებს ახალი საგამოცდო მოდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლენ ხელაშვილმა გააცნეს.

გამოცდების ჩაბარების მთავარი სიახლეებია: დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია, 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა; სააბიტურიენტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდებს; გამოცდები კომპიუტერზე ჩატარდება; ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შესრულდება; უცხო ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის კომპონენტი დაემატება; ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება; სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება; ოქტომბრის ბოლოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ცნობარი გამოიცემა; მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურიენტის საათებს საგანი "საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტერებთან ივარჯიშებენ; რეგისტრაციას მოსწავლეები სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში გაივლიან; აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.