loader

ცესკო-სთან ჟურნალისტებმა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკო-სთან ჟურნალისტებმა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

ცესკო-ს შენობასთან ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებში ფოტო/ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ცესკო-ს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდება მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).