loader

გოგა ხაინდრავას დაკითხვა ვაკის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგა ხაინდრავას დაკითხვა ვაკის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა

ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა დასრულდა. მან პოლიციის შენობა სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ზუსტად 24:00 საათზე დატოვა.

როგორც ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორთქიფანიძეს. გოგა ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან მასთან 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, პირველ რიგში, ის დაინტერესდა იმით, თუ რა მუხლით მიმდინარეობდა ძიება. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 223 პრიმა მუხლით, სადაც პირველი ნაწილი შეეხება კანონიერ ქურდებს და მეორე ნაწილი - ქურდულ სამყაროს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება სწავლობს ფულის გათეთრების საკითხს, სამართალდამცველებს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო.