loader

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი საპროცესო შეთანხმების გადახედვას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი საპროცესო შეთანხმების გადახედვას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი მთავარი მრჩეველი, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სიმონ კილაძე საპროცესო შეთანხმების გადახედვას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ჯაშუშობისთვის ბრალდებულმა სიმონ კილაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის დავალებით, აბსურდული ბრალდებით – ჯაშუშობა და სახელმწიფოს ღალატი, დააკავეს სიმონ კილაძე, რომელიც თითქოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს აწვდიდა.

პრესკონფერენციაზე სიმონ კილაძემ აღნიშნა, რომ ითხოვს პასუხისგებაში იყოს მიცემული ყველა ის პირი, ვინც მის მიმართ ბინძური პროვოკაცია მოაწყო. კილაძე ასევე ითხოვს, გადაიხედოს საპროცესო შეთანხმება და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.