loader

ბიძინა ივანიშვილმა საგარეჯოელებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა საგარეჯოელებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა.

ივანიშვილმა საგარეჯოელებს მოუწოდა, 1 ოქტომბერს არჩევნებზე იაქტიურონ და ხმა მისცენ ღირსეულ საქართველოს, ღირსეულ პარტიას, ღირსეულ მაჟორიტარებს და ღირსეულ მომავალს.

ბიძინა ივანიშვილმა საგარეჯოს მოსახლეობას იმისკენაც მოუწოდა, რომ გაესაუბრონ "ნაციონალური მოძრაობის" იმ მცირერიცხოვან მხარდამჭერებს, რომლებიც დღესდღეობით "მიხეილ სააკაშვილს შემორჩა".

ივანიშვილთან ერთად სცენაზე თინა ხიდაშელი, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, პოეტი დავით მაღრაძე, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, ბასა ჯანიკაშვილი და ლევან თედიაშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც საგარეჯოს მოსახლეობას განუცხადეს, რომ მათ პარლამენტში ეყოლებათ ღირსეული მაჟორიტარი თინა ხიდაშელი და მათი სატკივარი აუცილებლად განიხილება პარლამენტში, რომელსაც ახალი ხელისუფლება აუცილებლად დროულად მოაგვარებს.