X
გოგა ხაინდრავა საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს
22:33 / 26-09-2012
გოგა ხაინდრავა საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ამის შესაძლებლობა მას სწორედ ფრანგულ სასამართლოში მიეცემა.

ამ მიმართულებით საკუთარი გეგმების თაობაზე ხაინდრავამ დღეს საღამოს "ამომრჩეველთა ლიგის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფრანგულ სასამართლოს არჩევნების შემდეგ მიმართავს. დღეს ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ელჩის მოადგილე მიშელ ბარას, რომლის წინაშეც საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ყველა ოფიციალურ სტრუქტურასთან შეხვედრის საკითხი დასვა. ელჩის მოადგილესთან შეხვედრისა და მისი პოზიციის მოსმენის საფუძველზე ხაინდრავას იმედი აქვს, რომ მას საფრანგეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან შეხვედრის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა.

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საკითხს, ხაინდრავა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ადგილი აქვს აღვირახსნილ ტერორს, ფალსიფიკაციას და ცილისწამებას როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წინააღმდეგ. მომხდარს გოგა ხაინდრავა ერთმნიშვნელოვნად მის ახალ ფილმს, "დემოკრატიის შუქურას" უკავშირებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“100%-ით მავნე ტრადიცია საქართველოში, ეს არის მშობლების და შვილის ურთიერთობა...“- ირინა სარიშვილი
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“გამოვედი სცენაზე, ვმღერი... თავში მომხდვა რაღაცა“- აჩიკო მეფარიძის სასაცილო ისტორია საბერძნეთში გამართული კონცერტის შესახებ
“დავიწყე მოპარვა, შენობებში ღამით ვიპარებოდი... ვინ დაიჯერებდა, რომ წლების მერე სექს სიმბოლოს დამიძახებდნენ“- შორენა ბეგაშვილი სკანდალურ დეტალებს ჰყვება
“ამირხანაშვილს ორჯერ შევთავაზეთ შაქარაშვილის მოძებნა, უარი განაცხადა... ბუჩქებისკენ იყურებოდა და პირჯვარს იწერდა“ - ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენება დახურული სხდომიდან
“ახლა მაგარ რაღაცას გაჩვენებთ“ - რა მოხდა ბათუმში, რამაც საზოგადოება ააღელვა?
რა არის გრიპის ვაქცინაცია და საშიშია თუ არა აცრა - პასუხი ყველა კითხვაზე
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა