loader

რატომ გააღიზიანა გიორგი ჭანტურია თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გააღიზიანა გიორგი ჭანტურია თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ?

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილთან მედიის შეხვედრაზე რადიო "პალიტრის" წარმომადგენლის კითხვამ გააღიზიანა და მას მხარე უწოდა.

გიორგი ჭანტურიას უკმაყოფილება თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" როლი.

შეკითხვამ გიორგი ჭანტურია გააღიზიანა და აღნიშნა, რომ რადიო "პალიტრისგან" შენიშვნას ვერ მიიღებს, რადგან "ის მხარეა", რამაც შეხვედრაზე მყოფი მედიასახლი "პალიტრის" წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

საკუთარი სიტყვების არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი რეიტინგი დაასახელა, რომელშიც, მისი თქმით, "პალიტრა" "ყველაზე მიკერძოებულ რადიოდ არის წარმოდგენილი".

რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლით" გაშუქდა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა მოიშველია, ამ შედეგებით, რადიო "პალიტრა" პოლიტიკური სუბიექტების ნეიტრალური გაშუქების ტონით ერთ-ერთი ლიდერია.

კვლევის თანახმად, რადიო "პალიტრის" ეთერში კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობა ნეიტრალურად 92%-ით გაშუქდა, მთავრობის – 85%-ით, პრეზიდენტის – 80%-ით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" – 94%-ით, "ნაციონალური მოძრაობის" – 87%-ით, ხოლო პარლამენტის – 95%-ით.

იხილეთ:

"უზრდელი პრეზიდენტის უზრდელი მონა ხარ" - შელაპარაკება მამუკა ღლონტსა და გია ჭანტურიას შორის