loader

"ერთი თხოვნა აქვს ევროპას საქართველოსთან – ხალხო, არ დაბრუნდეთ უკან" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი თხოვნა აქვს ევროპას საქართველოსთან – ხალხო, არ დაბრუნდეთ უკან" - მიხეილ სააკაშვილი

"ერთი თხოვნა აქვს ევროპას საქართველოსთან – ხალხო, არ დაბრუნდეთ უკან" - როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ევროპის ეს მესიჯი ქართველ ხალხს ევროპის სახელით გუშინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაუგზავნა.

ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ევროკავშირსა და ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. "ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისა და ნატოსგან. ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. არის ახლა დაყოვნების და უკან მობრუნების დრო?! – არა! ახლა წინსვლის დროა! უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, ჩვენი პროდუქცია კი ევროპის ბაზარზე "ბაჟის" გარეშე გავა. 2014 წელი ნატოს ახალი გაფართოების წელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო პირველ კანდიდატებს შორის დაასახელა. ასე რომ, ერთი ხელის გაწვდენაზეა სამშვიდობოს ჩვენი გასვლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.