loader

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით ვერ მიემგზავრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით ვერ მიემგზავრებიან

"დიდუბის ავტოვაგზლის" და "ოკრიბას" სადგურებიდან დასავლეთ საქართველოს მიმრთულებით სამარშუტო ტაქსების გასვლა შეჩერებულია

ამ დროისთვის ათეულობით მგზავრი ქუთაისის, ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურისა და სხვა ქალაქებისკენ გამგზავრებას უშედეგოდ ცდილობს. მათი თქმით, სხვა დროს, დღის ამ მონაკვეთში შესაძლებელია დასავლეთისკენ წასვლა და სამარშუტო ტაქსები დიდუბის სადგურიდან ნებისმიერი მგზავრის რაოდენობის შემთხვევაში შეუფერხებლად გადიან. არაერთი მგზავრი წუხილს იმის გამო გამოხატავს, რომ რაიონებში წასვლა არჩევნებში მონაწილეობის გამო სურთ და სწუხან, რომ ამის საშუალება არა ეძლევათ.

მოლარეები დიდუბის სადგურიდან სამარშუტო ტაქსების გაუსვლელობის მიზეზად გრაფიკის გადატვირთვას ასახელებენ. მათი მტკიცებით, მგზავრების სიმრავლის გამო, დღის განმავლობაში გრაფიკით დაგეგმილ რეისს რამდენიმე ერთეული მიკროავტობუსის და დიდი ავტობუსის გასვლაც დაემატა და მოცემული მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალებების კიდევ დამატება ვეღარ ხერხდება.