loader

"მაესტროს" დამფუძნებლები გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავისუფალ მედიაზე მუქარად აღიქვამენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაესტროს" დამფუძნებლები გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავისუფალ მედიაზე მუქარად აღიქვამენ

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები მათსავე ეთერში დეპუტატ გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავისუფალ მედიაზე მუქარად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ გაბაშვილმა მედიას დაუსაბუთებელი ბრალდებები წაუყენა.

გაბაშვილის გამოსვლას ”მაესტროს” დამფუძნებლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებმაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრეს, ”გაუგონარ უსინდისობაში” დაადანაშაულა. მან ამ კონტექსტში ჟურნალისტებიც გააკრიტიკა და იკითხა, ”ხომ არ გაუბერეს და ხომ არ გაგიჟდნენ?!”