loader

ჩოხატაურში, საჭამიასერის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ბიულეტენი კომისიის წევრმა საჯაროდ გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩოხატაურში, საჭამიასერის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ბიულეტენი კომისიის წევრმა საჯაროდ გახსნა

ჩოხატაურში, საჭამიასერის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ბიულეტენი საჯაროდ გახსნეს.
იდეა კომისიის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა, რასაც ყველა წევრი დაეთანხმა. საქმე იმაშია, რომ ამომრჩეველ ქალბატონს მხედველობის პრობლემა აქვს და კომისიის წევრის მიერ არჩეული ადამიანი შეუყვანეს კაბინაში, თუმცა ამან კითხვები წარმოქმნა. საპასუხოდ, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების და კომისიის წევრების თვალწინ გახსნეს კონვერტი, ამოიღეს ბიულეტენი და საჯაროდ განაცხადეს ქალბატონის არჩევანი. ამომრჩეველმა დაადასტურა, რომ ნამდვილად სურდა 41 ნომრის შემოხაზვა.

წყარო gurianews