loader

მინდა ბიძინა ივანიშვილს შევახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდა ბიძინა ივანიშვილს შევახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება - გიგა ბოკერია

"მინდა, შევახსენო გამარჯვებულ ძალას, ბატონ ივანიშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება და იმედი მაქვს, ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები", - ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპოზიციური ძალა, განაგრძობს დემოკრატიის ღირებულებების დაცვას, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნების" ლიდერის დღევანდელი განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც, მისი შეფასებით, შესაძლოა გამარჯვების ეიფორიის ბრალიც იყოს.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ივანიშვილი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, თუმცა თუ ვინმეს კრიზისის შექმნა და კონსტიტუციური წყობილების მოშლა უნდა, ეს სახიფათო არჩევანია.