loader

ტაშკენტის შესახვევის #7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაშკენტის შესახვევის #7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ

ტაშკენტის შესახვევის #7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დევნილები შეიჭრნენ. მათ კარები აქვთ ჩაკეტილი და არავის აძლევენ შესვლის საშუალებას. როგორც ობიექტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით თავართქილაძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, შენობაში იმყოფება დაცვის ერთი წევრიც, რომელსაც დევნილები გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დევნილები აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდნენ. როგორც დაცვის წევრები აცხადებენ, იქ დაახლოებით 50-მდე დევნილი იმყოფება.

"დევნილების თქმით, ბინაში იმიტომ შევიდნენ, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის დევნილებს. განსახლების სამინისტროს სწორედ დევნილებისთვის აქვს გამოყოფილი, თუმცა იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

შენობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც. მათი თქმით, ისინი 2010 წლის იანვარში გამოასახლეს ამ საცხოვრებელი ბინიდან სრულიად უმიზეზოდ.

"გამოგვასახლეს 2010 წლის იანვარში. აქ ვინც ვცხოვრობდით, ამ კორპუსში ჩაწერილები ვართ. საჯარო რეესტრშიც არის მითითებული, რომ ჩვენ ამ საცხოვრებელ ბინებში ვართ ჩაწერილები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იქ სხვა ადამიანები შევიდნენ", - აცხადებენ გარეთ მყოფი დევნილები.