loader

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგარაკიდან პირადი ქონების გატანა მთავრობის წარმომადგენლებს უკვე დაწყებული აქვთ.

გიგი უგულავას, გელა ბეჟუაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს ადგილობრივები ყოველდღე ხედავენ. მოსახლეობის ცნობით, ისინი სამსახურებში დღემდე წყნეთიდან დადიან.

სამთავრობო აგარაკებთან დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტებისთვის აგარაკების ზონაში შესვლა და გადაღება სპეციალური საშვით არის შესაძლებელი. გადაღება აკრძალულია გალავნიდანაც.

დღეს აგარაკი, სავარაუდოდ, დროებით, საქართველოს საგარეო დაზვერვის შეფმა გელა ბეჟუაშვილმა დატოვა. სამთავრობო ავტომობილების მიმოსვლა წყნეთში გააქტიურდა.

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აგარაკების დატოვება მოუწევთ: ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გელა ბეჟუაშვილს, გიგი უგულავას, ნიკა გილაურს, დათო ტყეშელაშვილს, კობა სუბელიანს, დათო ბაქრაძეს, გია ბარამიძეს, ხათუნა გოგორიშვილს, გიგა ბოკერიას, ეკა ტყეშელაშვილს, კოტე კუბლაშვილს, დიმიტრი შაშკინს და კიდევ რამდენიმე პირს. ეს ადამიანები წყნეთის სამთავრობო აგარაკებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სარგებლობდნენ.