loader

ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში და პოლიციელთა მობილიზაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში და პოლიციელთა მობილიზაცია

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები აქციაზე მეგრულენოვანი ტრანსფარანტებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ როლანდ ახალაიას თუ ქართულად არ ესმის, რომ ის უკანონოდ აპირებს პარლამენტში მოხვედრას, მაშინ მას მეგრულად მოუწოდებენ, რომ წავიდეს სამეგრელოდან. ტრანსფარანტებზე შემდეგი წარწერებია: "ახალაია ზუგდიდიშ საონჯღორო" (ახალაია ზუგდიდის სირცხვილი) "ახალაია მანიაკებიში მარდუალი" (ახალაია მანიაკების გამზრდელი), "სკანი დროქ მიდართუ" (შენი დრო წავიდა).

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ 1 ოქტომბერს ირაკლი ალასანიას არჩევნებზე ხმები გაუყალბეს და ზუგდიდში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.