loader

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე მთავრობის სხდომის უხმო კადრები გამოქვეყნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე მთავრობის სხდომის უხმო კადრები გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ვებგვერდზე მთავრობის დღევანდელი სხდომის შესახებ ტექსტს თან ახლავს მთავრობის სხდომის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

"საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და დამტკიცება, უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა განაგრძოს საკუთარი ფუნქციების შესრულება", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.