loader

"რუსთავი 2"-ის ცნობით, ხონში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გიორგი ვაშაძეს და ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-ის ცნობით, ხონში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გიორგი ვაშაძეს და ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ხმაური და დაპირისპირება ხონის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კომისიამ ოლქის შედეგების გაბათილების შესახებ "ქართული ოცნების" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, კომისიასთან შეკრებილმა კოალიციის მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ვაშაძეს; ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ჟურნალისტებს და აპარატურა დაუზიანეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ასეთ ვითარებაში სამართლიან მიდგომაზე საუბარი ზედმეტია.