loader

შეიარაღებული ნიღბიანი საარჩევნო უბანზე ხაშურში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული ნიღბიანი საარჩევნო უბანზე ხაშურში

ხაშურში მე-10 საარჩევნო უბანში შეიარაღებული ნიღბიანი პიროვნება შეიჭრა. მან საარჩევნო უბანთან შეკრებილ მოსახლეობასა და მათ დასაცავად მისულ სასულიერო პირებს იარაღის მუქარით ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ კი კენჭისყრის ოთახში ჩაკეტა საარჩევნო კომისიის წევრები. ,,ინფო9"-მ შენობის გარეთა ფანჯრიდან კომისიის შეშინებული წევრები დააფიქსირა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მოგვიანებით საარჩევნო უბანთან სპეცრაზმის წევრები გამოჩნდნენ, რომლებმაც შეიარაღებული პირები შენობიდან გაიყვანეს.

წყარო ინფო 9