loader

"ავტობილდის" ავტოშოუ "თბილისობაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობილდის" ავტოშოუ "თბილისობაზე"

ჟურნალ "ავტობილდისა" და "თეგეტა მოტორსის" ორგანიზებით, "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტოშოუ იმართება. მეტეხის ხიდზე გამოფენილია ანტიკვარული, ხელნაკეთი და სპორტული ავტომობილები.

"თეგეტა მოტორსს" წარმოდგენილი აქვს "მაზდას" უახლესი მოდელებიც, რომელთა შეძენაც მსურველებს დღეს ფასდაკლებით შეუძლიათ.

რაც შეეხება ანტიკვარულ მანქანებს, მეტეხის ხიდზე გამოფენილ მოდელებს შორის გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოშვებული ავტომობილებიც არის წარმოდგენილი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, ამ მანქანების ისტორიის, წარმოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათი მფლობელებისგან მიიღოს, ასევე, თავად მიუჯდეს საჭეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღოს.

როგორც ავტოშოუს ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს როგორც ავტომოყვარულების ზეიმი, რომელიც ყოველ თბილისობის დღესასწაულზე ტრადიციულად იმართება.

ავტოშოუ ჟურნალ "ავტობილდის" ორგანიზებით უკვე მეხუთედ ტარდება და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია "მედიაპალიტრა" და რადიო "პალიტრა".