loader

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი წარადგინა. პირველი მოადგილის პოსტზე კანდიდატია მანანა კობახიძე, მოადგილეები კი - ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე.

ივანიშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი - ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი -ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი -დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.

იხილეთ: ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა