loader

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სამინისტროების მუშაობას შეისწავლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სამინისტროების მუშაობას შეისწავლიან

სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფების წევრებს შორის კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.

კონსულტაციებისას "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი; "ქართულ ოცნებას" კი - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი.

მოქმედ მინისტრებსა და "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ მთავრობის წევრობის კანდიდატებს შორის კონსულტაციები დღეს საღამოდანვე დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს საღამოდან დაიწყება ასევე ყველა უწყებაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მისვლა.